მოსახლეობასთან დიალოგი გრძელდება. ამჯერად სახელისუფლებო გუნდი მუხრანს სტუმრობდა. ადგილობრივებს შეხვდა მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. ადგილზე იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე და თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, მერი გიორგი კაპანაძე, მოადგილესთან გივი გიუტაშვილთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე. მცხეთის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური.
ადგილობრივი თვითმმართველობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების შესახებ მოისმინეს და მათ მიერ წამოჭრილ საკითხებს ვრცლად გასცეს პასუხი. ძირითადი ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს დაეთმო.
შეგახსენებთ, აღნიშნულ ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრებმა სისტემატური სახე მიიღო. შენიშვნები და საჭირობები კი, რასაც ხელისუფლება ადგილობრივებისაგან ისმენს, ასახვას მომავალი წლის ბიუჯეტში ჰპოვებს.
Comments
Post a Comment