19 ივლისს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ N17 რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომას, ტრადიციულად, საკრებულოს თავჯდომარე გელა ბაქრაძე უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა პირველ საკითხად განიხილეს დადგენილების პროექტი, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა ზაქარია ლოხიშვილმა და მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ილია ციციშვილმა წარმოადგინეს. პროექტი საკრებულოს N76 დადგენილებაში ცვლილებების შეტანას ეხებოდა.
სოციალურ სამსახურის უფროსმა ნინო ჭიჭინაძემ საკრებულოს 2019 წლის 28 ივნისის N22 დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.
ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის ლევან ქიტუაშვილის გაჟღერებული პროექტი კი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებასა და N108 განკარგულებაში შესატან ცვლილებას ეხებოდა.
საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი ელოშვილმა კი კოლეგებს სოფელი ერედისა და ნავაზის დამისამართების საკითხზე მიწოდა ინფორმაცია.
დეპუტატებმა, ასევე, კენჭი უყარეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას საკითხს.

Comments
Post a Comment