მცხეთა მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან, მტკვრის ორივე და არაგვის მარჯვენა ნაპირზე. რკინიგზის სადგური თბილის—სამტრედიის ხაზზე. ზღვის დონიდან 480 მ, თბილისიდან 21 კმ (რკინიგზით).
მცხეთაში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა (საშუალო წლიური ტემპერატურა 10,8 °C; იანვარი — 1,1 °C, ივლისი — 22,1 °C). იცის ცივი ზამთარი (აბსოლუტური მინიმალური — 29 °C) და ცხელი ზაფხული (აბსოლუტური მაქსიმალური 39 °C). ნალექები 590 მმ წელიწადში.
წყარო: ვიკიპედია
Comments
Post a Comment