საკრებულოს N20 რიგითი სხდომა

2019 წლის 30 აგვისტოს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ N20 რიგითი სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ფოლოდაშვილი უძღვებოდა. 


საკრებულოს წევრებმა 7 საკითხი განიხილეს.
დეპუტატებმა კენჭი უყარეს პროექტს, რომელიც 2018 წლის 27 დეკემბრის N76 დადგენილებაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა.

სხდომაზე დაამტკიცეს სოფელი ნატახტრის ტერიტორიაზე შპს „ფუდ ალიანსისა“ და „ლედ ალიანსის“ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის განაშენიანების გეგმა.
საკრებულოს წევრებმა, ასევე, თანხმობა მისცეს სოფელი მუხრანისა და სოფელი ნატახტრის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე განაშენებიანების დეტალურ გეგმას.
სხდომაზე მიღებული იქნა განკარგულების პროექტი, სოფელი ლისის დამისამართების შესახებ.
დეპუტატებმა ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეს ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს. საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზეც მისცეს თანხმობა.


Comments